პროექტი


პროექტის  სახელწოდება:   მათემატიკური  კლუბი „ცნების  რუკა“
პროექტის  მთავარი  იდეა:  მოზარდებისათვის  იმის  დანახვა, რომ  მათემატიკური  მასალის დალაგებაში  აუცილებელია , როგორც  სისტემატიურობა  და  თეორიისა  და  პრაქტიკის  კავშირის  პრინციპის  განხორციელება , ასევე  გადმოცემის  მისაწვდომობა,  სიზუსტე, სიმარტივე  და  სავარჯიშოების  შესრულების  ფორმების  მრავალფეროვნება.
პროექტის  აქტუალობა:  დაეხმაროს მოსწავლეებს 
●მათემტიკის სწავლებაში
●ხედვისა  და    ძიების   უნარის  წრთვნაში
● ოპერატიულობის უნარის  განვითარებაში
●გაააქტიუროს  როგორც   ინიციატივებით  სავსე  და  მიზანდასახული  მოსწავლეები,  ასევე  ნაკლებად  აქტიური  მოსწავლეები
●აღიქვან  სწავლების  პროცესი  შემოქმედებითად
●გუნდურობის  უნარის  განვითარებაში
●სიძნელეებისადმი  შიშის  დაშლევაში  და  სწავლისადმი  ინტერესის  გაღვივებაში
პროექტის  მიზნები:  ხელი  შეუწყოს 
●ყურადღების, მეხსიერების, შეფასების, შედარების, დასაბუთბის, შემოქმედებითი  წარმოსახვის, ოპერატიულობის  და  თვითშემოქმედების  უნარის  განვითარებას
●მოსწავლეთა  ჩართვას  საკუთარ  სწავლის  პროცესში
●გამარჯვებისათვის  სწრაფვის  უნარის  განვითარებას
●კრიტიკული  აზროვნების  განვითარებას
●საკომუნიკაციო  უნარების  განვითარებას
მონაწილეთა  ასაკი:   II    საფეხურის   მოსწავლეები.
ვადები, ხანგრძლივობა:   1 წელი
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,რაც  შეიძლება  შეიქმნას:
●ამოცანების  ამოხსნის  ეფექტური,  ოპერატიული   და  მრავალფეროვანი  ხერხები
●საკუთარი  სწავლის პროცესით  დაინტერესებული  მოსწავლეები
●გააქტიურებული  და  მიზანდასახული  მოსწავლეები
●კლუბის  აქტიურობის  ვიდეომასალა
●საინფორმაციო  და  საგანმანათლებლო  ტიპის  შეხვედრები  სხვადასხვა  დაინტერესებულ  პირთა  ჯგუფებთან
პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:
●მაგნიტური  დაფა
●მარკერი
●ფოტოაპარატი
●პროექტორი
●კომპიუტერი(ინტერნეტი)
პროექტის  მსვლელობა:
  პროექტის  დაწყების  თანავე  მასწავლებელი  კვირაში  ერთხელ  აწარმოებს  შეხვედრებს    პროექტში  მონაწილე  გუნდთან,  მოისმენს  მათ  ინიციატივებს, წაახალისებს  და  მისცემს შესაბამის  რჩევებს.ჩატარდება  მათემატიკური  საღამო.მომზადებულ   დარბაზში გამოიკვეთება  რამდენიმე  ზონა, დაფა,  წამყვანი,  ჟიური,  გუნდები, მაყურებელი.  ჩატარდება  მათმატიკური  ჭიდილი  VII-VIII-IX  კლასის  მოსწავლეებს  შორის, თითოეულ  გუნდს  უნდა  გამოეყოს მაგიდა,რომლის  გარშემო   მოთავსდებიან  გუნდის წევრები.შეხვედრას მსაჯობს 3 წევრისაგან  შემდგარი  ჟიური, რომელსაც  ირჩევენ  გუნდები.საღამო  მიჰყავს  მასწავლებელს,  რომელსაც  ევალება  კითხვების  მომზადება  და  კონკურსის  ჩატარება.თითოეული გუნდი წარმოადგენს  მის მიერ მოფიქრებულ  თამაშობებს.   ჟიური  განიხილავს  და  შეაფასებს  გუნდებს  მათ  მიერ წარმოდგენილ  მასალას, აღნიშნულ  საკითხთან  დაკავშირებით.
საგნებთან / საგნობრივ  ჯგუფებთან / ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:
●გამოცდილებების  გაზიარება
●ურთიერთთანამშრომლობა
●მოტივაციის  გაზრდა
●პროექტებზე   მუშაობის  გამოცდილება
პროექტის  ხელმძღვანელი:   ლენა  ლომსაძე
ხელმძღვანელის  ელ–ფოსტა:   len.lomsadze@gmail.com
პროექტის  ვებ–გვერდი: